logo
ENG



"აშშ ხვდება პროცესებს, რაც ქვეყანაში გვაქვს" - NGO-ები სახდეპის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ

10 ივნ 202211:10
3 წუთის საკითხავი
 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაკდონალდთან საქართველოში არსებული მდგომარეობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი და კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები განიხილეს.

"ერთი რაღაც, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ქალბატონი მაკდონალდის პოზიციიდან არის ის, რომ შეერთებული შტატები ძალიან კარგად ხვდება და აანალიზებს იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში გვაქვს - იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ხელისუფლება დგამს, იმ სიტუაციას, რომელიც მართლმსაჯულებასთანაა დაკავშირებული, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და არ იდგმება ევროინტეგრაციასთან მიმართებით"- ამბობს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

დღის განმავლობაში დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.


close დახურვა